დავით სერგეენკო: საკონსტიტუციო ცვლილებები საერთაშორისო რეკომენდაციების შესასრულებლად არის გათვალისწინებული და არა – სატყუარად

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები საერთაშორისო რეკომენდაციების შესასრულებლად არის გათვალისწინებული და არა – სატყუარად.

„ახლა გამოჩნდება, ეს ადამიანები რაზე არიან ორიენტირებულები. მთავარი შეფასება იყო, რომ საპარლამენტო არჩევნებმა მოსახლეობის ნება ასახა, თუმცა, იყო რიგი ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები საერთაშორისო რეკომენდაციების შესასრულებლად არის გათვალისწინებული და არა – სატყუარად”, – განაცხადა სერგეენკომ.

საარჩევნო ბარიერის დაწევის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები