მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მოთხოვნები ულტიმატუმია და ეს არ შეიძლება, გავაიგივოთ მოლაპარაკების პროცესთან

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები ულტიმატუმია და არ შეიძლება, ეს მოლაპარაკების პროცესთან გაიგივდეს.

„არ შეიძლება, რომელიმე მხარე მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას იმ განწყობით, რომ, ერთი მხრივ, კომპრომისს წარმოადგენს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და, მეორე მხრივ – ან ყველაფერი ან არაფერი. ასეთი მოთხოვნების წამოყენება, რა თქმა უნდა, ულტიმატუმია და ეს არ შეიძლება, გავაიგივოთ მოლაპარაკების პროცესთან იმის გამო, რომ ვინმე მოლაპარაკების პროცესს ესწრება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა,  კრისტიან დანიელსონმა  დღეს პოლიტიკურ მხარეებთან მოლაპარაკებები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები