ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან დანიელსონს ხვდება
საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, დანიელსონი ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
ამის მერე, დანიელსონი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება.
კრისტიან დანიელსონი კვირას, 28 მარტს უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მათგან კრიზისის დაძლევის გზებზე პოზიცია მოისმინა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დგენანი ესწრებოდნენ.