პეკინის გამზირზე საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა – ძლიერი დაკვამლიანების გამო მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო

პეკინის გამზირზე, 36 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ადგილზე 6 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ადგილიდან მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ წუთებში, ადგილზე ქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები