სამოქალაქო აქტივისტები, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, ნიკა მელიას ამხნევებენ

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ისინი პენიტენციურ დაწესებულებასთან მელიას გასამხნევებლად მივიდნენ.

სამოქალაქო აქტივისტები სკანდირებდნენ: „თავისუფლება ნიკა მელიას“, „თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს“.

როგორც მოძრაობა „საქართველოსთვის” წევრები აცხადებენ, ნიკა მელია პოლიტიკური პიტიმარია და ის არავის დავიწყებია.

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები