სუეცის არხში გაჭედილი გემის გამოხსნის ახალი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

სუეცის არხში გაჭედილი გემის Ever Given-ის გამოხსნის ახალი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ინფორმაციას გემის ტექნიკური მენეჯერი ადასტურებს.

ნიდერლანდური კომპანიის Smit Salvage-ის ექსპეტები, რომლებმაც ინციდენტის ადგილზე მუშაობა უკვე დაიწყეს, აცხადებენ, რომ 28 მარტს კიდევ ორ დამატებით ბუქსირს მიიღებენ, რომლის დახმარებითაც შეეცდებიან გემის გადაადგილებას.

Smit Salvage-ს დახმარებისთვის არხის ადმინისტრაციამ მიმართა. გრემის გრუნტიდან მოხსნა მიმდინარე კვირაში უკვე სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საკონტეინერო გემის ტვირთისგან დაცლა იგეგმება.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი „Ever Given“ ტაივანში მოქმედ კომპანიას ეკუთვნის. გემმა, სავარაუდოდ უამინდობის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო გამო, 23 მარტს სუეცის არხში შესვლის შემდეგ მართვა დაკარგა და ისეთ პოზიციაში აღმჩნდა, რომ სხვა გემებისთვისაც სრულად გადაკეტა მიმოსვლა. ინციდენტის გამო კომპანიები ყოველდღიურად მილიონობით დოლარის ზარალს განიცდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები