მიხეილ ჩხენკელი გურამ დოჩანაშვილს იუბილეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 82 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„მართლაც დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენს ეპოქაში გურამ დოჩანაშვილის სახით გვყავს კლასიკოსი მწერალი – თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი.
სიკეთითა და ჰუმანიზმით აღსავსე მისი შემოქმედებით თაობები აღიზარდა და ახალგაზრდებს მომავალშიც ასწავლის კაცთმოყვარეობასა და სამშობლოს სიყვარულს. მართლაც რომ, „სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანებიცაა“.
ვულოცავ ბატონ გურამ 82 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ!“, – ნათქვამია მილოცვაში.