რა შემთხვევაშია მოსალოდნელი მესამე ტალღა – ამირან გამყრელიძის განმარტება

“იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი, დადებითობის მაჩვენებელი და ასევე რეპროდუქციის ინდექსი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„თუ იმ ფარგლებში, რაც ახლა გვაქვს, გავივლით მარტსა და აპრილს, მაშინ შეიძლება, მაისსა და თბილ თვეებში ნაკლები იყოს მესამე ტალღის ალბათობა. თუ ისევ მოვეშვებით, როგორც ეს გავაკეთეთ გასული წლის ივლის-აგვისტოში და ვიტყვით, რომ ქართველები მაგრები ვართ და დავამარცხეთ პანდემია, მაშინ მესამე ტალღა დიდი ალბათობით იქნება და დაზიანებები ისევ გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები