მიანმარში შეტაკებების შედეგად, თებერვლიდან 300-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი (ფოტო)

მიანმარში, დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად, პირველი თებერვლიდან დღემდე დაღუპულთა რიცხვმა 320-ს მიაღწია.

ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში პირველი თებერვლიდან დღემდე 2,981 მოქალაქეა დაკავებული ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

22 მარტს ადამიანის უფლებათა დამცველებმა 250 მსხვერპლის შესახებ განაცხადეს, 23 მარტს მიანმარის სამხედროებმა დაადასტურეს მხოლოდ 164 დემონსტრანტის დაღუპვის ფაქტი.

მანამდე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა მიანმარში სამხედროების მხრიდან სასტიკი ძალადობის ფაქტები დაგმო.

პირველ აპრილს გაერო, სავარაუდოდ, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციები 22 მარტს უკვე დააწესეს მიანმარში სამხედროების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებში მონაწილე პირების წინააღმდეგ.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიანმარის სამხედრო ძალების მიერ კონტროლებადი ორი უმსხვილესი კომპანია – “მიანმარის ეკონომიკური კორპორაცია” და შპს “მიანმარის ეკონომიკური ჰოლდინგები” შავ სიაში შეიყვანა, რომელთა აქტივები აშშ-ის ბანკებში გაიყინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები