მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, არსებობენ ოპოზიციის რიგებში ძალები, რომელთაც შეიძლება, ჰქონდეთ მზადყოფნა, რომ ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა დააყენონ, ვიდრე – საკუთარი

“ვფიქრობ, არსებობენ ოპოზიციის რიგებში ძალები, რომელთაც შეიძლება, ჰქონდეთ მზადყოფნა, რომ ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა დააყენონ, ვიდრე – საკუთარი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა კომპრომისი ოპოზიციას არაერთხელ შესთავაზა, თუმცა, მათგან უარი მიიღო.

“დიდი დესტრუქციული განწყობა შეინიშნება ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან და ეს მართლაც შემაშფოთებელია. თუმცა, ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანია და არსებობენ ოპოზიციის რიგებში ძალები, რომელთაც შეიძლება, ეს კარგად ესმოდეთ და ჰქონდეთ მზადყოფნა, რომ ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა დააყენონ, ვიდრე საკუთარი, ეს დამაიმედებელია მოლაპარაკების წარმატებით წარმართვის თვალსაზრისით”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან განახლდება – მას შემდეგ, რაც საქართველოში, უკვე მეორედ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ჩამოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები