ეკატერინე ტიკარაძე: არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება

“არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება. საბჭოს აქვს თავისი კალენდარი, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. საბჭო იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა”,– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის რეგიონებში ჩასვლასა და ვაქცინაციის პროცესის ადგილზე გაცნობას გეგმავს.

„ჩვენი სტრატეგია არის შემდეგი, რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასაც ადგილზე ვნახავ. საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ყველა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის. ხვალ ვიზიტს ვგეგმავ გურიასა და აჭარაში, ასე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონში. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები