65 წლის და უფროსი მოსახლეობის ვაქცინაცია 25 მარტიდან იწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 65 წლისა და უფროსი მოსახლეობის ვაქცინაცია 25 მარტიდან იწყება.
„საერთაშორისო რეკომენდაციებისა და ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, შეირჩა ვაქცინაციის სამიზნე პოპულაციური ჯგუფები, რომელთა მოცვა ეტაპობრივად განხორციელდება.
ერთ-ერთი პრიორიტეტული ჯგუფია 65 წლისა და უფროსი მოსახლეობა, როგორც მაღალი რისკის ჯგუფი COVID-19-ით ავადობისა და სიკვდილიანობის გათვალისწინებით.
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდით პორტალზე booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 22“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.