გია ვოლსკი: ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში მოხდეს პოლიტიკური პროცესის და შემდგომ სხვა ყველა დანარჩენი მიმართულებების სტაბილიზაცია

“ევროკავშირი, ევროკავშირში შემავალი ქვეყნები დაინტერესებულები არიან სტაბილიზაციით საქართველოში და, რასაკვირველია, მისი ჩამოსვლა სწორედ ამას მიუთითებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოში კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არის თუ არა სტაბილიზაციის მომხრე კონკრეტული პოლიტიკური ძალები – ეს არის მთავარი შეკითხვა, რაც საზოგადოებას გააჩნია.

“ევროკავშირი, ევროკავშირში შემავალი ქვეყნები დაინტერესებულები არიან სტაბილიზაციით საქართველოში და რასაკვირველია, ჩამოსვლა სწორედ ამას მიუთითებს, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში მოხდეს პოლიტიკური პროცესის და შემდგომ სხვა ყველა დანარჩენი მიმართულებების სტაბილიზაცია. არის თუ არა ამ სტაბილიზაციის მომხრე კონკრეტული პოლიტიკური ძალები – ეს არის მთავარი შეკითხვა, რაც საზოგადოებას გააჩნია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები