შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, პარლამენტში შესვლასა და თანამშრომლობაზე კითხვა ენდიაი-ს კვლევიდან რატომღაც ამოღებულია

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, შალვა პაპუაშვილი ენდიაი-ს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასა და თანამშრომლობაზე კითხვა კვლევიდან რატომღაც ამოღებულია, რაც სამწუხაროა.

მისივე თქმით, ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია, რომელიც ახლახან ჩატარდა.

„სამწუხაროდ, გაკვირვება გამოიწვია, რომ კვლევაში ის კითხვა არ არის, რომელიც წინაში იყო – პარლამენტში შესვლისა და თანამშრომლობის საკითხი. რატომღაც, ეს კითხვა კვლევიდან ამოღებულია.

ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია, რომელიც ახლახან ჩატარდა. ამ კვლევის თანაფარდობას რომ შევხედოთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუ მარტივ ალოკაციას გავაკეთებდით, ვნახავთ, რომ უფრო მეტსაც კი მიიღებდა „ქართული ოცნება”, ვიდრე არჩევნებზე მიიღო, 50-60 პროცენტს. ჩვენი ოპონენტების ნაწილისთვის არაფერი არ არის გზავნილი, არც არჩევნები, არც კვლევა, არც არაფერი. მათ ერთადერთი დღის წესრიგი აქვთ, ძალაუფლების სრული მოპოვება, რაც ვერ შეძლეს, რადგან მოქალაქეების ნდობა არ აქვთ, რომ ეს არჩევნების გზით მოიპოვონ. ამიტომ, დესტაბილიზაციის მცდელობის ყველა სცენარი, რასაც ვუყურებთ, არის ძალაუფლების მოპოვება არჩევნებისა და მოქალაქეების გვერდის ავლით“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა “პირველ არხს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები