სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს ვაქცინის ჩატარების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყების ინფორმაციით, სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს PCR ტესტირება ჩაუტარდა, რაზეც პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა და პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. იმავე დღეს მას გაუკეთდა აცრა covid-19-ზე. 20 მარტს კი ექთანს Covid-19 დაუდასტურდა.

“Covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიოდნენ PCR ტესტირებას, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათ კვირაში ერთხელ უტარდებათ PCR ტესტირება, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენ ტესტით მოწმდებიან. ამ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო). ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა covid-19-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა covid-19, ხოლო თავად ექთანსაც გამოუვლინდა covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება). იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა covid-19. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას”, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

ექთანი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები