აფრიკის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში მაღალსართულიანი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა.
შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა, რა დროსაც 35-წლამდე ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ბრიგადები.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები