ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ძირითადად, ეს „ბრიტანული შტამია“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა.
გამყრელიძემ ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ძირითადად, ეს არის ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. ალბათ, ჩვენთანაც იქნება, მაგრამ, როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს“, – განაცხადა გამყრელიძემ.