სერგეენკო – საბანაძის გადადგომაზე: მთავარი საკითხია,ალბათ, ფარული მოსმენის თემა, რომელიც მედიაში გაჟღერდა
პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის გადადგომას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მედიით გავრცელებული ფარული მოსმენის თემა დეტალურად უნდა აიხსნას და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებული იყოს.
„ამის შესახებ დილით გავიგე მედიიდან. სამწუხაროდ, მეტი დეტალი არ ვიცი, მაგრამ მთავარი საკითხია, ალბათ, ფარული მოსმენის თემა, რომელიც მედიაში გაჟღერდა.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დეტალურად აიხსნას და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებულიც იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.