ჯანმო ევროპასა და სხვა რეგიონებში ინფიცირების მატებას ადასტურებს და მიზეზებს ასახელებს

“ევროპასა და სხვა რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების საკითხებში ექსპერტმა, მარიამ კერხოვემ.

ორგანიზაციის შეფასებით, ინფექციების მომატება გამოწვეულია ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით, ასევე, იმით, რომ ხალხი დაღლილია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებით.

მარია კერხოვეს თქმით, ევროპაში ინფიცირების ზრდა ასევე უკავშრდება ახალ შტამებს. მისი შეფასებით, ”ეს ძალიან საშიში კომბინაციაა”.

ვან კერხოვემ ასევე აღნიშნა, რომ, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში პირველად, კოვიდ19-ისგან ყოველკვირეული სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდა.

ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში ინფექციების რაოდენობა ყოველკვირეულად გაიზარდა 8 პროცენტით. ევროპაში ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო ამერიკასა და აფრიკაში ახალი ინფექციების რაოდენობა მცირედით იკლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები