დავით სერგეენკო: არ მგონია, „ქართულ ოცნებაში” გამოჩნდნენ სხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები

“არ მგონია, „ქართულ ოცნებაში” გამოჩნდნენ სხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას გუშინდელი განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

„რაიმე სახის მხარდაჭერაზე საუბარი ნაადრევია და არ მგონია, „ქართულ ოცნებაში” გამოჩნდნენ სხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, რა პოლიტიკური ძალაც  უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ ადრე ამის პრეცედენტები გვქონია.

გახარიას გადაწყვეტილებაზე რა უნდა თქვა? – უდავოდ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი. მისი განცხადება მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, მაგრამ, როგორც თქვა, მეტ განმარტებას გააკეთებს და რაღაც ხედვას ჩამოაყალიბებს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა, საქართველომ ევროპის გზაზე უნდა იაროს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები