ლავროვი: ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობა არ აქვს, ის ბრიუსელმა გაანადგურა

“მოსკოვს ევროკავშირთან, როგორც ორგანიზაციასთან, ურთიერთობა არ აქვს, ის ბრიუსელმა გაანადგურა”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგასთან, ვან ი-თან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

“თუ ევროპამ დაარღვია ეს ურთიერთობები, უბრალოდ გაანადგურა ყველა მექანიზმი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იქმნებოდა და ჩვენ გვყავს პარტნიორები მხოლოდ ცალკეული ევროპული ქვეყნებიდან, რომელთაც სურთ, იხელმძღვანელონ თავიანთი ეროვნული ინტერესებით. ალბა, ობიექტურად ამან განაპირობა ის, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ის, რაც ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობისგან დარჩა”, – თქვა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ”თუ და როდესაც ევროკავშირი, თავის მხრივ, მიზანშეწონილად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობაში ამ ანომალიის აღმოფხვრას”, მოსკოვი მზად იქნება ”ურთიერთობების დამყარებისთვის” თანასწორობის საფუძველზე.

”თუმცა, დასავლეთის ფრონტზე ცვლილებები არ გვაქვს, აღმოსავლეთში ძალიან ინტენსიური დღის წესრიგი გვაქვს, რომელიც ყოველწლიურად მდიდრდება”, – დაასკვნა ლავროვმა

ბოლო პერიოდში ევროკავშირსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობები კიდევ უფრო გამწვავდა ალექსეი ნავალნის გარშემო შექმნილი ვითარების გამო. ბრიუსელმა შემოიღო ახალი ანტირუსული სანქციები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ “ჩიხი და უკანონო გზა” უწოდა და პასუხის გაცემა დააანონსა.

რუსეთის ლიდერის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი დარწმუნებულია, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა არ მიაღწევს თავის მიზანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები