ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, საჭიროა ქვეყანაში პოლარიზაციის აღმოფხვრა და რეალური პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავება.
„მე დღეს განვაცხადე, რომ ქართულ პოლიტიკაში ვრჩები. ამჟამად ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და მისი ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება“, – წერს გახარია.