ჟოზეფ ბორელი: პარტიებმა პირველ ადგილას ქართველი ხალხის ინტერესი უნდა დააყენონ

საჭიროა, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პირველ ადგილას ქართველი ხალხის ინტერესი დააყენოს, რათა საჭირო კომპრომისებზე წავიდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საუბრობს.

მისი თქმით, ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევა კვლავ გრძელდება.

“ვისაუბრეთ საქართველოს შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გასწია ინტენსიური მედიაცია, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასალახად. მინისტრებს მოვახსენე ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შესახებ, რომელსაც გასულ სამშაბათს ვუხელმძღვანელე. ასევე ვისაუბრე ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევაზეც, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ დანიშნული პირადი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა.. მუშაობა გრძელდება.. მსურს, გავიმეორო: საჭიროა, საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პირველ ადგილას ქართველი ხალხის ინტერესი დააყენოს, რათა საჭირო კომპრომისებზე წავიდნენ და ყურადღება მიაქციონ სხვა აუცილებელ საკითხებს, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკის აღდგენა და ეროვნული უსაფრთხოება, – ამბობს ბორელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები