იენს სტოლტენბერგი: რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და იყენებს სამხედრო ძალას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-ში, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი უხეშად არღვევს სართაშორისო კანონმდებლობას და აგერესიულად იქცევა მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის მიმართ.

„ნატო-ს კარი ღიაა და ეს მკაფიოდ გამოჩნდა, როდესაც ალიანსში სულ რამდენიმე წლის წინ მივიღეთ მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. ეს ნიშნავს, რომ ნატო მზადაა, ახალი წევრების მისაღებად და ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის რეალობა. ეს ხდება, როდესაც ალიანსის ყველა წევრი თანხმდება და როდესაც ასპირანტი ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტებს. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იგივე შეტყობინება გადავეცი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-ში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე. მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტუტუტების განმტკიცების მხარდაჭერით.

რუსეთსა და ნატო-ს შორის უკვე დიდი ხანია, რთულია ურთიერთობებია. ამის მიზეზი არის რუსეთის ქცევა, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და იყენებს სახმედრო ძალას მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის კიბერთავდასხმებზე, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე და ა.შ. რუსეთის ასეთმა ქცევამ განაპირობა ალიანსის ყველაზე დიდი ადაპტაცია ცივი ომის შემდეგ, მათ შორის სწრაფი რეაგირების ძალების დაფუძნება, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის საბრძოლო დანაყოფების გაგზავნა და დაფინანსების გაზრდა. ასევე, კიბერუსაფრთხოებაში ძალისხმევის გაძლიერება და რუსეთის ქცევის მკაფიო დაგმობა, მაშინ, როდესაც რუსეთი მშვიდობიან დემონსტრანტებს ესხმის თავს. საბოლოო ჯამშიი, რუსეთის სახელმწიფოს ქცევაზე პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ჩვენ ვნახეთ აგრესიული ქმედებები, მათ შორის ოპონენეტების მკვლელობის მცდელობა, ნატო ასევე შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომ რუსეთმა ავღანეთში მყოფი ნატო-ს ჯარისკაცების მკვლელობისთვის ჯილდო დააწესა. ყველაფერი ეს არის მიუღებელი ქცევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები