ამირან გამყრელიძე: თუ ისე გავივლით მარტსა და აპრილს, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღას ავცდებით

“თუ ისე გავივლით მარტსა და აპრილს, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღას ავცდებით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მესამე ტალღას ამ ეტაპზე პირბადე შეაჩერებს.

„მესამე ტალღის რისკი არის. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებსა და დაწესებულ რეგულაციებს, მესამე ტალღის რისკი არსებობს. მესამე ტალღას ამ ეტაპზე შეაჩერებს პირბადე. თუ ისე გავივლით მარტსა და აპრილს, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღას ავცდებით. ასევე უფრო მეტად უნდა დავიცვათ დისტანცია, მოვერიდოთ თავშეყრას. ვაქცინაცია კარგია, მაგრამ მას დაუყოვნებელი ეფექტი არ აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები