გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობას” არანაირი მოლაპარაკებები და არჩევნები არ აწყობს, მისი სტრატეგია დესტაბილიზაციაა

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მოლაპარაკებები და არჩევნები არ აწყობს.

მისივე თქმით, აღნიშნული პარტიის სტრატეგიაა დესტაბილიზაცია, რომელიც ემთხვევა იმ სტრატეგიას, რაც საოკუპაციო ძალას გააჩნია.

„ხისტი ულტიმატუმების გარდა, მათი მხრიდან არაფერი ყოფილა. ერთი გარემოება არის, რომელიც გასათვალისწინებელია – რეგიონში ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა. რასაც 2006 წლიდან ვაკვირდები, არცერთი ნაბიჯი „ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში იყო თუ ოპოზიციაში, არ გადაუდგამს, რომელიც არ ემთხვევა იმ ინტერესებს, რაც საოკუპაციო ძალებს აქვთ. დანიელსონი მექანიზმია, რომელმაც უნდა უპასუხოს იმ სურვილებს, რომელიც გააჩნიათ მოლაპარაკებების მაგიდასთან პოლიტიკურ სუბიექტებს. აკო მინაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა არის კომპრომისი, რაც სრულ სურათს ქმნის. მარგინალიზაცია მოსალოდნელია ასეთი ხისტი პოლიტიკური სუბიექტებისგან, მაგრამ საშიშროება სხვა რამეშია, მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებაში დაპირისპირება მოხდეს. „ნაციონალურ მოძრაობას” არანაირი მოლაპარაკებები და არანაირი არჩევნები არ აწყობს, მისი სტრატეგიაა დესტაბილიზაცია, რომელიც ემთხვევა იმ სტრატეგიას, რაც გააჩნია საოკუპაციო ძალას. ეს არის რეალობა, ზედაპირზე დევს ფაქტები და არგუმენტები, რომელთა ანალიზი აუცილებელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები