უკრაინის პრემიერი ეთანხმება ბაიდენს, რომ პუტინი “მკვლელია”

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს “მკვლელი” უწოდა.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა გერმანულ გაზეთ Handelsblatt- თან ინტერვიუში განაცხადა.

”გეოპოლიტიკური სიტუაცია მარტივი არ არის. კორონავირუსის კრიზისი მხოლოდ ამძაფრებს მას. შესაბამისად, განწყობილებაც ემოციურია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა იძულებულია, უკვე მეშვიდე წელია, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას, რის შედეგადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მე შემიძლია, ვთქვა: მე მხარს ვუჭერ ჯო ბაიდენის ასეთ ფორმულირებებს “, – თქვა უკრაინის მთავრობის მეთაურმა კითხვის საპასუხოდ: სწორია თუ არა ბაიდენის გამონათქვამი, რომელშიც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ,,მკვლელი,, უწოდა.

შმიგალის თქმით, მას არ გაკვირვებია აშშ-ის პრეზიდენტის მკაცრი ტონი სხვა სახელმწიფოს ლიდერის მიმართ.

”გაიხსენეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტი. მაშინ ევროპამ კიდევ ერთხელ დაინახა მოსკოვის ნამდვილი სახე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთს ევროპასა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. ამან გავლენა უნდა მოახდინოს რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, მაგალითად, დიდი შვიდეულის ქვეყნების მხრიდან”, – თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები