ბაიდენმა პუტინს დიალოგზე უარი უთხრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არ დაუჭირა მხარი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერებს შორის საუბრის გამართვას გულისხმობდა.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

”სინანულით აღვნიშნავთ, რომ ამერიკელებმა მხარი არ დაუჭირეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებას 19 ან 22 მარტს აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან ღია ვიდეოკონფერენციის ფორმატში საუბრის გამართვასთან დაკავშირებით, სადაც უნდა განხილულიყო დაგროვილი ორმხრივი პრობლემები, ასევე, სტრატეგიული სტაბილურობის თემები”, – განაცხადეს უწყებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ “კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნა გაშვებული ხელიდან იმ ჩიხიდან გამოსავლის ძიებაში, რომელშიც ვაშინგტონის გამო რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა აღმოჩნდა”.

”ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შეერთებულ შტატებს”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

გასულ კვირას ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთი პასუხს აგებს 2020 წლის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო, ასევე, მან ვლადიმერ პუტინს “მკვლელი” უწოდა.

რუსეთის ლიდერმა საპასუხოდ ბაიდენს ჯანმრთელობა უსურვა, ასევე, თქვა, რომ სურს, ამერიკელ კოლეგასთან ღია დიალოგი გამართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები