ბექა ლილუაშვილი: ჯერ არანაირი გეგმები თვითონ გიორგი გახარიასაც, რა ფორმით რჩება პოლიტიკაში და რას აკეთებს, არ აქვს
“გიორგი გახარიას შეუძლია, პოლიტიკაში დარჩეს და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ლილუაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
მისი თქმით, გახარიასთან კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა.
„მგონი, ამომწურავად თქვა, რომ ის არ აპირებს არსად წასვლას და პოლიტიკაში რჩება. მას შეუძლია, პოლიტიკაში დარჩეს და პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს.
კონსულტაციები არ ყოფილა. ჯერ არანაირი გეგმები თვითონ გიორგი გახარიასაც, რა ფორმით რჩება პოლიტიკაში და რას აკეთებს, არ აქვს. შესაბამისად, ამაზე ლაპარაკი გაუგებარია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.