გერმანიის ელჩი: პრემიერს დავუდასტურე გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები განიხილეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები საიმედო პარტნიორობას ემყარება, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.

“პრემიერმინისტრმა გერმანელ დიპლომატს გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში პირადი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით. საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს. პრემიერმა ელჩს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა აღნიშნული სფეროს განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში.

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან. მე მივულოცე მას ამ თანამდებობის დაკავება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, დაწყებული მისი ვიზიტით ბრიუსელში, დამთავრებული მისი ხედვით საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ შევეხეთ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის საკითხებს. მე დავუდასტურე პრემიერმინისტრს გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში როგორც წელს, ისე – მომავალში”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები