“არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
“დაგვიანებით, მაგრამ მაინც, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს, ჟურნალისტებო. რაც შეეხება მომავალს – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვადასხვა ჭორი ვრცელდებოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. დროებით, მალე შევხვდებით”, – განაცხადა გახარიამ.