მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 124 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა 3 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 123 859 844 მილიონს შეადგენს.

შესაბამის მონაცემს Worldometers ავრცელებს.

უკანასკნელი მონაცემით, აშშ-ში ინფიცირებულთა რიცხვმა 30 521 765 შეადგინა, ბრაზილიაში 11 998 233, ინდოეთში 11 646 081.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსს 2 727 680 პირი ემსხვერპლა.

​ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება აშშ-ში 542 359; ბრაზილიაში 294 042; მექსიკაში 198 036; და ინდოეთში 159 967.

ვირუსის დამარცხება სულ 99 786 655 პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები