Bloomberg: ჯანმო-ს ექსპერტები კოვიდ 19-ის წარმოშობის სავარაუდო ვერსიას ასახელებენ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ის ექსპერტები, რომლებიც ჩინეთში COVID-19 წარმოშობას იძიებდნენ, ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2-ის გავრცელების მიზეზი შეიძლება, იყოს ველური ცხოველებით ვაჭრობა, – იტყობინება Bloomberg.

ჯანმო-ს ექსპერტებმა ვირუსის შესაძლო წარმოშობის შესახებ ოთხი ძირითადი ჰიპოთეზა შეიმუშავეს. მათი აზრით, უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში ღამურებისგან COVID-19- ის პირდაპირი მოხვედრა ნაკლებსავარაუდოა, მაღალი ალბათობით, არსებობდა ვირუსის შუალედური გადამტანი.

მკვლევრებს ეჭვი ეპარებათ ვირუსის ხელოვნურ წარმოშობაში და არ იზიარებენ თეორიას, რომ ლაბორატორიული გაჟონვა მოხდა. ასევე, არსებობს ჰიპოთეზა, რომელსაც ჩინეთი იზიარებს, რომ შესაძლოა, ყოფილიყო ვირუსის გადაცემა დაბინძურებული საკვების გზით.

კორონავირუსის გავრცელების ყველაზე სავარაუდო მიზეზად ექსპერტები ასახელებენ ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარში ველური ცხოველებით ვაჭრობას.

ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფის ავსტრალიელი წევრის, დომინიკ დუიერმას თქმით, ბაზარში ვირუსის მოხვედრა შესაძლოა, მომხდარიყო დაინფიცირებული ცხოველის საშუალებით.

”შესაძლოა, ბაზარი გახდა ადამიანის ორგანიზმში ვირუსის მოხვედრის გასაღები”, – თქვა ჯოელ ო.ვერტჰეიმმა, სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის ასისტენტ პროფესორმა.

მისი თქმით, ამჟამინდელი მონაცემებით, ბაზარი არის SARS-CoV-2 გავრცელების ადგილი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის იყო ვირუსის დაბადების ადგილი.

ჯანმო-ს ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი 14 იანვრიდან თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც ჩინელ ექსპერტებთან ერთად COVID-19 წარმოშობის გარკვევის მიზნით კვლევა ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები