კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 152, იმერეთში – 43, შიდა ქართლში – 15

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარაში – 11, იმერეთში – 43, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 15, გურიაში – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 8, კახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 781, საიდანაც: 1 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  709, აჭარაში – 149, იმერეთში – 284. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 287 პირი, მათ შორის, თბილისში – 127, აჭარაში – 25, იმერეთში – 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში- 5, იმერეთში – 11. 76 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 134 – თბილისში, 35 – აჭარაში.  2 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები