ბელარუსის პრეზიდენტობის ორი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტობის ორი შესაძლო კანდიდატი დაასახელა.  ამის შესახებ ლუკაშენკომ საწარმო „რძის სამყაროს“ თანამშრომლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„აქ ჩემიანი ორი ადამიანი მყავს. მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში. მეტიც, ისინი ძლიერი კანდიდატები იქნებიან. ერთია გენერალი იური კარაევი (პრეზიდენტის თანაშემწე) და მეორე გროდნოს ოლქის გუბერნატორი ვლადიმირ კარანიკი. ისინი არიან ახალგაზრდები, ახალი თაობის წარმომადგენლები, ჭკვიანები. იციან ამ ქვეყნის ფასი. ასე რომ, მე უკვე ვიწყებ ყურადღებით შესწავლას. აღმოჩნდა, რომ გვყავს ღირსეული, ქვეყნის მცოდნე ადამიანები. ისინი იქნებიან კონკურენტები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ხელისუფლების გადაბარების გზა ერთია – არჩევნები. „ხალხი ირჩევს ყველაფერს. ჩემი შვილები ჩემს შემდეგ არ იქნებიან პრეზიდენტები“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები