ალჟირში 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ალჟირში 6, 0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას The Watchers-ი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ბეჯაის რეგიონიდან 20 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამმართველოში განაცხადეს, რომ ხალხი შენობებს პანიკურად ტოვებდა. ზოგიერთი შენობა დაიბზარა, ერთი კი მთლიანად დაინგრა.

მედია აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეგიონის მოსახლეობა ისეთ ნაგებობებში ცხოვრობს, რომლებიც მიწისძვრების დროს საფრთხეს წარმოადგენენ, თუმცა, მდგრადი შენობებიც არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები