სომხეთში მინისტრი ჟურნალისტს თავს დაესხა – აკოპ არშაკიანი ბოდიშს იხდის, თუმცა, საქმე პროკურატურას გადაეცა (ვიდეო)

სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახური მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრის, აკოპ არშაკიანის მიერ ჟურნალისტ პაილაკ ფაჰრადიანზე თავდასხმის საქმეზე მასალებს ამზადებს, – განაცხადეს ქვეყნის პროკურატურაში.

აკოპ არშაკიანი ჟურნალისტს თავს ერთ-ერთ კაფეში 18 მარტს დაესხა.

როგორც ფაჰრადიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის მივიდა მინისტრთან და ჰკითხა, რატომ იმყოფებოდა სამუშაო საათების დროს კაფეში. თავდაპირველად, მინისტრმა მას უპასუხა, რომ ღამ-ღამობით მუშაობს ხოლმე, ამის შემდეგ ჟურნალისტს კამერის გამორთვა სთხოვა და დაემუქრა. ჟურნალისტი კაფეს მეორე სართულზე ადის და “ნოუთბუქში” მუშაობას აგრძელებს, რა დროსაც არშაკიანი მიდის მასთან და სახეში ურტყამს.

ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ამის შემდეგ, უკვე გვიან ღამით აკოპ არშაკიანმა ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მზად არის, მომხდარზე პასუხი აგოს.

“ყველა მოქალაქეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას უფლება აქვს. ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ წევრი, ჩინოვნიკი თუ ჟურნალისტი, პირველ ყოვლისა, ემოციების მქონე ადამიანია და განსაკუთრებით მგრძნობიარე ისეთი საკითხების მიმართ, რომლებიც ოჯახს შეეხება”, – დაწერა მინისტრმა.

მან ყველა იმ ადამიანს მოუხდა ბოდიში, ვინც ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა – “ვისი სიმშვიდეც დავარღვიე ჩემი საქციელით”.

“ბოლოს კი მინდა, ვთქვა, რომ მზად ვარ, ინციდენტის გამო პასუხი ვაგო!”, – წერს აკოპ არშაკიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები