დღეს ჩვენთვის, ყველაზე მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად – პაატა იმნაძე

პირველ რიგში, მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტების და დარგის სპეციალისტების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ახალციხის კლინიკა „იმედში” მომხდარ ფაქტზე იმსჯელეს.

„პირველ რიგში, მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად, დღეს ჩვენთვის, ყველასთვის ყველაზე მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად.

მეორეა ის, რომ სამწუხაროდ, ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო ნებისმიერი წამლის, ან ნებისმიერი ვაქცინის, არამედ როგორიც არის ვთქვათ ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენი.

რაც შეეხება ვაქცინებს, მე არ ვიცი ვის აქვს დაბალი ნდობა, მაგრამ, დღეს აქ ვინც იყო წარმოდგენილი, უმრავლესობა არის ის ხალხი, ვისაც ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში აქვთ თავისი დიდი სიტყვა ნათქვამი, ამათი უმრავლესობა აცრილი იყო, ამიტომ მე ვერ მივხვდი, ვის აქვს დაბალი ნდობა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები