ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს დანიშნა

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მანამდე, სომხეთის პირველი პირი ოპოზიციური პარტიის – “აყვავებული სომხეთის” ლიდერს, გაგიკ ცარუკიანს შეხვდა, რის შედეგადაც მხარეებმა განაცხადეს, რომ შიდაპოლიტიკური კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ფაშინიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ფრაქცია “განმანათლებელი სომხეთის” დეპუტატი, ტარონ სიმონიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ, კანონის მიხედვით, თუ არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება, პრემიერმა თანამდებობა არჩევნებამდე 55-60 დღით ადრე უნდა დატოვოს, ამ შემთხვევაში კი, ეს აპრილის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს.

ასევე, სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, ფაშინიანის გადადგომის შემდეგ 14 დღის განმავლობაში თუ პარლამენტი მთავრობის ახალ ხელმძღვანელს ვერ აირჩევს, ეროვნული საკრებულო უნდა დაითხოვონ. პარლამენტის დათხოვნის შემდეგ, 30-45 დღის ვადაში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები