ელისო ბოლქვაძე და მიხეილ სარჯველაძე საქართველოში UNISEF-ის ხელმძღვანელს, ხასან ხალილს შეხვდნენ

პარლამენტის წევრი – ელისო ბოლქვაძე და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის UNISEF ხელმძღვანელს, ჰასან ხალილს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვისა და პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესწავლა და ახალი საშუალებების გაჩენა იყო. გაერო-ს მისიების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანია ქმედითი გეგმების შემუშავება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ელისო ბოლქვაძემ იუნესკო-ს მშვიდობის ელჩის სტატუსით უკვე მიიღო მონაწილეობა კინო ვარსკვლავ, ანჯელინა ჯოლისთან ერთად ჟენევაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე და ამჟამად დეპუტატის სტატუსით ჩაერთვება ახალი ინიციატივით. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ერთად ახლო მომავალში დაგეგმილია რეგიონული გასვლითი ვიზიტები Unisef – ის მაღალი ჩართულობით, რათა შესაძლებელი გახდეს მეტი კომუნიკაცია და პრობლემების შესწავლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები