საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით,  ღონისძიება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანლის მოადგილე ვაჰაგ მურადიანმა, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გახსნეს.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ისაუბრეს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის მნიშვნელობაზე. ერთიანი სტატისტიკის წარმოება ყოველთვის იყო გამოწვევა თითოეული უწყებისთვის. აღნიშნული მიმართულებით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, პასუხისმგებელი უწყებების მიერ შეიქმნა სტატისტიკურ მონაცემთა აღრიცხვის ერთიანი მეთოდოლოგია და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე საპილოტე რეჟიმში გამოქვეყნდა 2020 წლის 1-ელი  ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკური ანგარიში შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის თაობაზე. დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმი და სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემები ქართულ და ინგლისურ ენებზე საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და პასუხობს სტატისტიკის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებს. შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. თანამშრომლობის მემორანდუმი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ https://www.geostat.ge/media/35290/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98–GEO.pdf დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა https://www.geostat.ge/ka/modules/categories/680/diskriminatsiis-nishnit-sheutsqnareblobis-motivit-chadenili-danashaulis-statistika

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები