ბაიდენი: 2020 წლის არჩევნებში ჩარევისთვის პუტინი პასუხს აგებს
“რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის “პასუხს აგებს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
“ის პასუხს აგებს”, – თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ პუტინს “მკვლელად” მიიჩნევს.
მისივე თქმით, იანვარში პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს რუსი კოლეგა გააფრთხილა შესაძლო შედეგებზე.
გუშინ აშშ-ის ეროვნულმა დაზვერვამ მოხსენება გამოაქვეყნდა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მოსკოვი ცდილობდა დონალდ ტრამპის დახმარებას, რათა ის მეორე ვადით ყოფილიყო არჩეული. დაზვერვის შეფასებით, კრემლმა გავლენის მოხდენის რამდენიმე ოპერაცია განახორციელა, რომლებიც იყო მიმართული: დემოკრატიული პარტიისა და ჯო ბაიდენისთვის ზიანის მიყენებისკენ; დონალდ ტრამპის მხარდაჭერისკენ; საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შესუსტებისკენ; აშშ-ში სოციალური და პოლიტიკური განხეთქილების გაძლიერებისკენ.