მოსკოვის მტკიცებით, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში ნატო-ს როლი დესტრუქციულია

ნატო-ში არ მალავენ, რომ ისურვებდნენ უკრაინის კონფლიქტის განხილვას, მაგრამ ამას დამატებითი ღირებულება არ აქვს, რადგან უკრაინის საკითხში ნატო-ს როლი დესტრუქციულია”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ.

მისივე თქმით, ალიანსის დახმარება, რომელსაც ის კიევის ელიტისთვის გასცემს, მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება და მათ საბოტაჟისკენ აქეზებს.

“ნატო-ს ქვეყნები არ მალავდნენ, რომ უკრაინის კონფლიქტის განხილვას ისურვებდნენ. რუსეთ-ნატო-ს ფორმატში უკრაინის საკითხი რამდენჯერმე განვიხილეთ, მაგრამ ამას დამატებითი ღირებულება არ აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ნატო-ს დარეგულირებაში არანაირი როლი არ გააჩნია და რასაც ისინი აკეთებენ, სრულიად დესტრუქციულია. ის დახმარება, რომელსაც ნატო კიევის ელიტას აღმოუჩენს, ეწინააღმდეგება პოლიტიკური დარეგულირების გზების გამონახვას, მინსკის შეთანხმებების შესრულებასა და კიევის ხელისუფლებას აქეზებს მინსკის ზომათა კომპლექსის საბოტირებისკენ”, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები