გურამ მაჭარაშვილი: იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნებს ყველა აღიარებს, ბუნებრივია, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება

“მოლაპარაკების პროცესს იმედიანად ვუყურებთ, ჩვენ მეტი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და ოპოზიციას პრაქტიკული ნაბიჯები შევთავაზეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნებს ყველა აღიარებს, ბუნებრივია, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება.

„საერთო ფონი ნამდვილად არის ისეთი, რომ როდესაც საპარლამენტო არჩევნებს ყველა თანმიმდევრულად აღიარებს, რომ ლეგიტიმურია, იქ ბუნებრივად და ლოგიკურად ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ეს არჩევნები. ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან პოლიტიკური სტაბილური სიტუაციით, მაგრამ ეს პარლამენტში უნდა იყოს. რა პრაქტიკული ნაბიჯებიც გადავდგით, ნიშნავს, რომ ოპოზიციის ნაცვლადაც ავიღეთ მეტი წილი პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ პროცესს იმედიანად ვუყურებთ. ოპოზიციას მეტი პრაქტიკული შეთავაზებები გავუკეთეთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები