სოზარ სუბარი: ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ჟოზეფ ბორელს ინგლისურის სწავლება დაუწყო და თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო

“არჩევნები რომ ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, ეს არის აღიარებული ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ. ბატონმა ბორელმა გუშინ უწოდა არა თავისუფალი, არამედ – სამართლიანი არჩევნები და ამას მოჰყვა გარკვეული კრიტიკა ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან. ინგლისურის სწავლება დაუწყეს ბატონ ბორელს. თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების შედეგად კონსენსუსი შედგება.

„ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ნამდვილად გამოჩნდა, რომ ისინი გაცილებით უფრო კონსტრუქციული არიან, ვიდრე – მანამდე იყვნენ. დაველოდოთ მოვლენებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს მყარი. სხვათა შორის, როცა თავის დროზე ოპოზიციის წარმომადგენლებს სადეპუტატო მანდატები არ შევუწყვიტეთ, ეს სწორედ ჩვენი კონსტრუქციულობის მკაფიო მაგალითი იყო. მანდატები რომ შეგვეწყვიტა, დღეს არანაირი დიალოგი და მოლაპარაკება არ იქნებოდა, ვერანაირი ევროკავშირის შუამდგომლობა ვერ შედგებოდა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები