დავით სერგეენკო: ის გზავნილები და რეკომენდაციები, რაც ბრიუსელში გაცხადდა, იმედი მაქვს, მოლაპარაკების მიმდინარეობას შეცვლის

“ის გზავნილები და რეკომენდაციები, რაც გაცხადდა ბრიუსელში ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან, იმედი მაქვს, რომ შეცვლის მოლაპარაკების მიმდინარეობას და მას უფრო კონსტრუქციულს, პოზიტიურს გახდის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გზავნილები ევროპიდან ნათელი და ცალსახაა.

„ამას მაფიქრებინებს ის, რომ რთული წარმოსადგენია უფრო მეტად კონკრეტული რეკომენდაციები, ვიდრე ითქვა გუშინ. ის, რომ არჩევნებმა ასახა საქართველოს მოსახლეობის ნება, ის – რომ ხარვეზები, რომლებიც ახლა გამოსწორების გზაზეა, შედეგებზე ვერ იქონიებდა გავლენას, რაც შეეხება მითითებას ვადამდელი არჩევნების შესახებ, ამას ევროპა ვერც გააკეთებდა, თუმცა, მათი გზავნილები ნათელი და ცალსახაა”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები