ჯორჯიის შტატში სპა-სალონებში სროლას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ჯორჯიის შტატში სამ სხვადასხვა სპა-სალონში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.

FOX5-ის ინფორმაციით, პირველი შემთხვევა ჩეროკის ოლქთან მოხდა, როდესაც დაუდგენელი პირი სპა-სალონში შევიდა და ცეცხლი გახსნა. ინცინდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

მოგვიანებით, ქალაქ ატლანტის პოლიციამ მიიღო შეტყობინება ორ გვერდიგვერდ სპა-სალონებში Gold Spa-სა და Aroma Therapy Spa-ში გახსნილი ცეცხლის შესახებ ინფორმაცია.

პოლიციის მონაცემით, სროლის შედეგად პირველ სპა-სალონში სამი ქალი დაიღუპა, მეორეში – ერთი.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ პოლიციამ ჩეროკის ოლქში სპა-სალონზე თავდამსხმელი დააკავა, ის 21 წლის რობერტ აარონ ლონგია, რომელიც ჩეროკის ოლქის ქალაქ ვუდსტოკში ცხოვრობს.

თუმცა, ძალოვანებისთვის ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ქალაქ ატლანტაში მომხდარი სროლა ჩეროკის ოლქის სროლას. ამიტომ, ამჟამად შესაბამისი ინფორმაციის დადასტურება მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები