დავით სონღულაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონალური პროგრამის ხელმძღვანელობას შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (KONRAD ADENAUER STIFTUNG) „სამხრეთ-კავკასიის პოლიტიკური დიალოგის“ რეგიონალური პროგრამის დირექტორს – ტომას შრაპელსა და დირექტორის მოადგილე ჯონათან ნოვაკს შეხვდა.

დავით სონღულაშვილმა ფონდის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული პროექტებისა და კომიტეტთან ეფექტიანი და აქტიური თანამშრომლობისთვის.

შეხვედრისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ტომას შრაპელს კომიტეტის სამოქმედო გეგმა გააცნო. ამ კუთხით მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული გეგმები და პრიორიტეტები დასახეს.

ტომას შრაპელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონდი აქტიურადაა დაინტერესებული რეგიონის სტაბილურობითა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებით. ასევე ითქვა, რომ ადენაუერის ფონდი ამ მიმართულებით კვლავაც გააგრძელებს კომიტეტთან მჭიდრო და პირდაპირ კომუნიკაციას, რათა ხელი შეუწყოს მხარეებისთვის პრიორიტეტული საკითხების უკეთ წარმართვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები