სტოლტენბერგი: რუსეთისა და ჩინეთის დაახლოება ნატო-სთვის გამოწვევაა

“რუსეთის ქმედება, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები, ტექნოლოგიები, ჩინეთის აღორძინება და კლიმატური ცვლილებები ის გამოწვევებია, რომლებიც კვლავ არსებობს”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ონლაინპრესკონფერენციის დროს.

სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოველწლიური მუშაობის ანგარიშით წარდგა.

“რუსეთის ქმედება, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები, ტექნოლოგიები, ჩინეთის აღორძინება და კლიმატური ცვლილებები – ეს ის გამოწვევებია, რომლებიც კვლავ არსებობს. ვერცერთი ქვეყანა და ვერცერთი კონტინენტი ამას მარტო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ, ერთად უნდა ვიმუშაოთ, ვიყოთ სტრატეგიულად სოლიდარულები”, – თქვა მან.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, მათ შორის, სამხედრო სწავლებებსაც მართავენ, რაც ნატო-სთვის საფრთხეს წარმოადგენს.

“ეს ყველაფერი ნატო-სთვის გამოწვევაა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნატო ცდილობს, მოახდინოს ადაპტირება ჩინეთის ავტორიტარულ და უფრო აგრესიულ რუსეთის გამოწვევებზე”, – თქვა მან.

ალიანსის გენერალური მდივანი, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოს შეეხო და თქვა, რომ გასულ წელს ის რუსეთის გამო არ ჩატარებულა.

“2020 წელს ნატო მზად იყო რუსეთ-ნატო-ს ფორმატში დიალოგისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და პროგნოზირებულობის განხილვისთვის. თებერვლიდან ნატო-ს არაერთხელ შეუთავაზებია რუსეთისთვის, ჩაეტარებინა შეხვედრა ამ ფორმატში, თუმცა, მოსკოვი სისტემატურად მასზე უარს ამბობდა. ამან გამოიწვია ის, რომ გასულ წელს საბჭო არც გამართულა”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები