სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.
ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.
“საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.
პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.